saqarTvelos uReltexilebi - kortoxis uReltexili
უღელტეხილი ლიხის ქედზე, მდინარეების ჭერათხევის (სურამულის მარცხენა შენაკადი) ზემო დინებისა და ძირულის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1130 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კორტოხის მიდამოები შემოსილია მუხნარ-რცხილნარ-წიფლნარით. კორტოხზე გადადის საცალფეხო გზა ქარელის მუნიციპალიტეტიდან საჩხერის მუნიციპალიტეტში.